"თავისი ქმედებებით პრეზიდენტმა პუტინმა მსოფლიოს უდიდესი სტიმული მისცა, ჩამოშორდეს რუსულ გაზსა და სხვა ენერგორესურსებს. მინდა მადლობა გადავუხადო კანცლერ შოლცს მჭიდრო პარტნიორობისა და ერთგულებისთვის, რათა რუსეთს თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს".
- ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. ცნობისთვის, აშშ Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.