დადგა დრო, საქართველომ გადაწყვიტოს სად უნდა იდგეს - იან კელი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ამბობს, რომ საქართველომ პარტნიორებს მეტად უნდა აჩვენოს, რომ მათთან ერთად საერთო საქმეშია.

თემასთან დაკავშირებით კელი, ფორმულას ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ პოზიციების გამოსახატად უფრო აქტიური ქმედებები უნდა დაიწყოს.

"მე ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. არ მსურს, რეკომენდაცია გავცე ან ვთქვა, რომ ამ კრიზისიდან გამომდინარე საქართველო ნატოს წევრი გახდება - არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება. მაგრამ, საქართველო მეტს უნდა აკეთებდეს. 

შეიძლება, საქართველომ მეტად აჩვენოს, რომ მას საერთო საქმე აქვს შავი ზღვის პარტნიორებთან ერთად. 

შეიძლება დაიწყოს საუბარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ჩარჩოებზე. შეიძლება, ასეთი საუბრის წამოწყება არ იყოს ასე ადგილი, როცა ჩრდილოეთიდან ამდენი იარაღია მოშვერილი თქვენკენ. მაგრამ, ვისურვებდი, საქართველო უფრო აქტიური იყოს ამ ტიპის ინიციატივების თვალსაზრისით. 

თქვენ ხედავთ, რომ პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები ჩადიან კიევში, ხელს აწერენ სხვადასხვა განცხადებას, მხარდაჭერის რეზოლუციებს და ა.შ. მე მესმის, რომ საქართველო ამ ეტაპზე თავს ძალიან დაუცველად გრძნობს. მაგრამ უნდა აჩვენოს რეგიონის პარტნიორებს, რომ საერთო საქმეშია მათთან",-თქვა იან კელიმ ფორმულასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი