ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერები პუტინს „უკრაინის აგრესიის“ მოსაგერიებლად სამხედრო დახმარებას სთხოვენ

გამოქვეყნდა:

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების თვითაღიარებულმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს "უკრაინის შეიარაღებული ძალების აგრესიების" მოგერიებაში დახმარება სთხოვეს. ამის ამსახველ დოკუმენტებს რუსული მედია ავრცელებს:

„შექმნილი ვითარებისა და ჩვენს შორის გაფორმებული მეგობრობის მემორანდუმის მესამე და მეოთხე მუხლებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის ერთმანეთის მიმართ სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს, გთხოვთ, უკრაინის რეჟიმის მიერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის შესაკავებლად, გაგვიწიეთ სამხედრო დახმარება“, - წერს ოკუპირებული დონეცკის თვითაღიარეული ლიდერი დენის პუშილინი.

ანალოგიური შინაარსის მიმართვას უგზავნის პუტინს ოკუპირებული ლუგანსკის თვითაღიარებული ლიდერიც:

„პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, არსებული მძიმე მდგომარეობისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენს შორის გაფორმებული მეგობრობის მემორანდუმის მე-3 და მე-4 მუხლებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთსა და ლუგანსკს შორის სამხედრო დახმარებას გულისხმობს, გთხოვთ, დაგვეხმაროთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ფორმირებების აგრესიის შესაკავებლად“, - წერს პუტინს ლეონიდ პასეჩნიკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი