
პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.
„არ მგონია საგანგებო სხდომის საჭიროება იყოს. საკითხის პარლამენტში განხილვის დიდ აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ვაპირებ შევხვდე უკრაინის ელჩს და მისგან მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა. ახლა მთავარია ომის შეჩერება. ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.
რიგგარეშე სხდომის მოწვევას ოპოზიცია ითხოვს და ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოს სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მეგობარი ქვეყნის დასახმარებლადაც და სოლიდარობისთვისაც.
რუსი სამხედროები პუტინის ბრძანებით დღეს უკრაინაში შეიჭრნენ.