მსხვერპლი უკრაინაში ყოველწუთიერად მატულობს. რუსეთის აგრესიას სულ უფრო მეტი ადამიანი ეწირება და მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა.
უკრაინელები, რომლებიც რუსეთის საზღვრის გასწვრივ ცხოვრობენ მთელი დღეა დაბომბვის და სატანკო იერიშების წინაშე არიან. მსხვილი ქალაქების დაბომბვის შედეგად ათობით ადამიანია დაღუპული, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცებიც.