არჩევნების თარიღი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - "ოცნების" ალტერნატიული გეგმა

გამოქვეყნდა:

არჩევნების თარიღი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა პანდემია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს

"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ  უმრავლესობაში მუშავდება საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებების შესრულებასაც გულისმობს და ამ გეგმამ ასევე უნდა მისცეს მმართველ გუნდს შესაძლებლობა საკუთარი ინტერესების შესაბამისად დანიშნოს არჩევნების თარიღი. 

არჩევნების თარიღის გადაწევაზე პირველი განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც- არჩევნები დაგეგმილზე ადრე ჩატარდეს.

პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები ჯერჯერობით კონკრეტული განცხადებებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება რთულია.

არსებული ინფორმაციით, აქტიურად განიხილება სასწავლო პროცესის შეწყვეტა ოქტომბერში.

არჩევნების დემოკრატიულობას და სამართლიანობას დრეს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა, რომლებიც პრემიერ მინისტრს და მტავრობის წევრებს ლოპოტაზე შეხვდნენ.

არჩევნების თარიღის ცვლილებას კი საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება და როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, თეორიულად ეს შესაძლებელია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი