
NATO-ს არ ჰყავს ჯარები უკრაინაში და ქვეყენაში მათ გაგზავნას არ აპირებს - ამის შესახებ ჩრდილოატლანტური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ გვაქვს რაიმე გეგმა და განზრახვა NATO-ს ჯარების უკრაინაში განლაგების შესახებ" - თქვა მან.
სტოლტენბერგი ამბობს იმასაც, რომ უკრაინა ალიანსის პარტნიორია და არა მისი წევრი. შესაბამისად, მისივე თქმით, ალიანსმა უკვე გაზარდა საკუთარი სამხედროების რაოდენობა აღმოსავლეთ ნაწილში.