სულ მცირე 705 ადამიანი დააკავეს დღეს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, რომლებიც რუსეთის 40 ქალაქში გაიმართა - წერს გამოცემა The guardian.
"რუსეთი ახლა 2 ფრონტზე იბრძვის, უკრაინის გარდა, საკუთარ მოქალაქეებსაც უცხადებს ომს... ჩვენ არ გვინდა ომი უკრაინელებთან", - ამბობენ რუსეთის მოქალაქეები.
არა ომს, სოლიდარობა უკრაინას- ამ ლოზუნგის გარშემო რუსეთის მოქალაქეები გაერთიანდნენ და უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყება გააპროტესტეს.
ვრცლად - იხილეთ ნინუცა კეკელიას რეპორტაჟში