
შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რუსეთზე კიბერშეტევების განხორციელება შესთავაზეს. ინფორმაციას NBC ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენს, მასშტაბური კიბერთავდასხმის ვარიანტების სია, რომლებიც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმაში შეაფერხებს, უკვე წარუდგინეს.
გამოცემა ასევე წერს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა საქმე ისეთ მასშტაბურ თავდასხმას ეხება, რომელიც არასდროს განხორციელებულა. განიხილება ინტერნეტის შეფერხება რუსეთის მასშტაბით, ელექტროენერგიის გათიშვა და სარკინიგზო სისტემის შეფერხება.
მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. როგორც მან Twitter-ზე დაწერა, რომ ანგარიში, რომელიც ბაიდენს კიბეთავდასხმის შესახებ წარედგინა საფუძვლიანი არ არის:
"ეს არ არსახავს იმას, რაც რაიმე ფორმით განიხილება",-დაწერა ფსაკიმ.