"თუ ვალერი გერგიევს "ლა სკალასთან" თანამშრომლობის გაგრძელება სურს, დაგმოს უკრაინაზე თავდასხმა" | მილანის მერი

გამოქვეყნდა:

მილანის მერი, ჯუზეპე სალა აცხადებს, რომ თუ ცნობილ დირიჟორსა და პუტინის მხარდამჭერ ვალერი გერგიევს "ლა სკალას" თეატრთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს, უკრაინაზე თავდასხმა უნდა დაგმოს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. 

"ლა სკალაში" ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს "პიკის ქალი" მაესტრო ვალერი გერგიევის ხელმძღვანელობით, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინთან დაახლოებულია. ჩვენ თეატრის დირექტორთან ერთად ვთხოვთ მას, გამოაცხადოს მკაფიო პოზიცია ამ ინტერვენციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს თანამშრომლობის დასრულება" - განაცხადა მილანის მერმა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი