კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის - რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის დედაქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით,  კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა.

აფეთქებები ზედიზედ რამდენიმე წამის ინტერვალით იყო ადგილობრივი დროით დაახლოებით 4:22 საათზე.

შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ის კიევის ერთ-ერთ რაიონში, დარნიცკის რაიონში ჩამოვარდა. საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად 9-სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.

აფეთქებები ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. ასევე, სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკმა თქვა, რომ რუსებმა ქალაქი კონოტოპი აიღეს და სეპარატისტები კიევისკენ მიემართებოდნენ. მისივე თქმით, სუმის დასახლებები ალყაშია.  

კიევის შემდეგ საგანგაშო სირენების ხმა ისმის ოდესაშიც, რაც მოსახლეობას მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმების შესახებ აფრთხილებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი