
საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლაზე დღეს შეზღუდვები დააწესეს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ გაავრცელა.
პარლამენტი ამბობს, რომ შეზღუდვების მიზანი "შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა".
"იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 24 თებერვლას პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა მოიწვია, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ მისვლას არ აპირებს და სხდომას შლის.