პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.
მისი თქმით, ეს "ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს".
"ჩვენ გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას", - თქვა ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა: "მე არაფერს გავაკეთებ ისეთ, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს".