უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის. თქვენ თუ გინდათ იმის დემონსტრირება, რომ მაშინ იყო ჩამოსული... სოლიდარობა ჩვენ შეგვიძლია ისე, როგორც გამოვხატეთ. კითხვაზე - ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, კარგად მოგეხსენებათ დაკეტილი არის საჰაერო სივრცე. ართუ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია. სამწუხაროა, დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რომელიც უკრაინაში ხდება. როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი.
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.