პიარით უსაფრთხოების საბჭოს გამართვა და შოუს დადგმა ჩემი ხელწერა არაა, საქმეზე ვფიქრობ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა ჩემი მეთაურობით, ვატარებთ ეროვნულ პოლიტიკას. უსაფრთხოების საბჭოს გამართვა პიარის თანხლებით და რაღაც შოუს დადგმა, არ არის ჩემი ხელწერა. მე საქმეზე ვფიქრობ მხოლოდ და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე. ბუნებრივია, გუშინ მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა ლაივ რეჟიმში რომ იტყვიან, იმ ინფორმაციებს, რომელიც მოეწოდებოდა ჩვენს სამსახურებს, ეს არის ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში, არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს.

ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას - რატომ არ მოიწვია უსაფრთხოების საბჭოს სხდომა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ფონზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი