ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფახულანში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 2008 წელს, ზუსტად ამ სოფელში იდგა რუსეთის საოკუპაციო ჯარი, შენობა კი, რომელშიც ახალ თემის საბჭოა, ოკუპანტების დისლოკაციის ბაზა იყო. 

ადგილობრივებს კარგად ახსოვთ მძინარე სოფელს როგორ ესროლა პუტინმა ბომბები და როგორ დაესხა თავს ტანკებით. მათი განმარტებით, დღეს ომის შეჩერება გადის მსოფლიო ერთიანობაზე და მსოფლიომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს, რადგან პუტინის აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. 

აქციას ორგანიზებას წალენჯიხის მერი და ვიცე-მერი უწევდნენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი