მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება:
ჩემი ფიქრები ახლა უკრაინელ ხალხთანაა. რამდენიმე ჟურნალისტმა ინტერვიუ მთხოვა, მაგრამ მე მჯერა, რომ ახალი ამბები უნდა ფოკუსირდეს იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში - ტრაგედიაზე, რომელმაც ყველა ჩვენგან გული გაგვიტეხა და უკრაინელი ხალხის სიმამაცეზე, რომელიც ყველას შთაგვაგონებს.
მე საგარეო პოლიტიკის ექსპერტი არ ვარ, ამიტომ ანალიზს ჩემზე ჭკვიან ადამიანებს დავუტოვებ.
მე ვიცი, როგორია გაიზარდო ომის შემდეგ ოკუპირებულ ქვეყანაში და ვიცი, რომ ომში და მის შემდეგ არავინ იმარჯვებს, ყველა იტანჯება. ომს აქვს გზა, რომ გაანადგუროს, როგორც გამარჯვებულები, ასევე დამარცხებულები.
მე მყავს უკრაინელი მეგობრები და გულშემატკივრები, ასევე რუსი მეგობრები და გულშემატკივრები, რამდენადაც შემიძლია გითხრათ, არცერთ მათგანს არ სურთ ეს [ომი].
იმედი მაქვს საღი აზრი საბოლოოდ გაიმარჯვებს და ეს არასაჭირო ომი დასრულდება, მანამ, სანამ ძალიან ბევრი ადამიანის დაიღუპება.
მე უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავარ. ვიზიარებ მათ მწუხარებას და მშვიდობის იმედს.
თქვენ შთამაგონებთ თქვენი სიმამაცით და ადამიანურობით ამ კოშმარის წინაშე, ღმერთმა დაგლოცოთ!" წერს ის ინსტაგრამზე