უკრაინელი ერისთვის ღარიბაშვილი დღეიდან, პერსონა ნონ გრატა გახდა, სანამ აზრს არ შეიცვლის - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

მაშინ როდესაც პრორუსული ევროპელი ლიდერები, მათ შორის ჩეხეთის პრეზიდენტი ზემანი და ფრანგი პოლიტიკოსი ლე პენი, აცხადებენ რომ ეს ომი საშინელებაა, საქართველოს პრემიერი უკრაინას ღალატობს - აცხადებს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო "მთავართან" საუბარში.

მწვავე ფეისბუქ-სტატუსის შემდეგ, პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს, ის სატელევიზიო კომენტარით აფასებს და იხსენებს 2008 წლის რუსულ აგრესიას, როდესაც ყველაზე ცხელ და სახიფათო დროს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდა.

გონჩარენკო კიდევ ერთხელ ამბობს, რომ რუსეთი უკრაინით არ გაჩერდება და მისი სამიზნე საქართველოცაა:

"ეს არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ღალატიც არის, რადგან უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება. ძალიან მტკივა, იმას რასაც ვხედავ.

ძვირფასო მეგობრებო, განა დაგავიწყდათ, 2008 წელს, როდესაც რუსული ტანკები, გორიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდნენ, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოფრინდა თბილისში და დადგა თქვენს გვერდით. ეს უკრაინის პრეზიდენტი იყო.

როგორ აფასებთ ამ სამარცხვინო ქმედებას ?! წადით  რუსთაველზე, ჩემს საყვარელ გამზირზე, წადით და მთავრობას აუხსენით, როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეთ, მაშინ როდესაც პუტინი, მოძმე უკრაინას ანადგურებს. მე მჯერა საქართველოსი. საქართველოს გაუმარჯოს

მაშინ როდესაც პრორუსული ევროპელი ლიდერები, მათ შორის ჩეხეთის პრეზიდენტი ზემანი და ფრანგი პოლიტიკოსი ლე პენი, აცხადებენ რომ ეს ომი საშინელებაა, საქართველოს პრემიერი უკრაინას ღალატობს. ჩვენს შემდეგ საქართველოში ჩამოვლენ. ეს ძალიან სამწუხაროა, არ გაშინებთ, თუმცა პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება.

მთავრობის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა უკრაინელი ერისთვის ღარიბაშვილი დღეიდან, პერსონა ნონ გრატა გახდა, მანამ სანამ აზრს არ შეიცვლის." ამბობს გონჩარენკო "მთავართან" საუბარში.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი