ღარიბაშვილის რევერანსი მოსკოვს და უარი დასავლეთს | "ოცნება" კრემლის მორჩილებაში

გამოქვეყნდა:

უარი დასავლეთს და კიდევ ერთი რევერანსი მოსკოვს. ირაკლი ღარიბაშვილი შოკისმომგვრელი განცხადებით საბოლოოდ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არამხოლოდ კრემლის მორჩილებაშია, არამედ მის სასარგებლოდ მოქმედებს.

პრემიერმინისტრმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს არ შეუერთდება. ღარიბაშვილს საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად ერთადერთი არგუმენტი აქვს.

ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში - ამბობს პრემიერმინისტრი, რაც პირდაპირ ნიშნავს დასავლურ სამყაროსა და ნატოზე უარის თქმას. ამ განცხადებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მოსკოვის მიმართ მორჩილება საქართველოს მთავრობის მეთაურმა საბჭოთა ოკუპაციის 101 წლის თავზე, სწორედ კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერების მემორიალთან დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი