
ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი ამბობს, რომ ქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს. მისი თქმით, ქალაქი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას.
"დილა მშვიდობისა, ხერსონის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს. ქალაქი აგრძელებს მუშაობს და ცხოვრებას. 06:30 საათზე პირველი ტროლეიბუსები გამოვიდნენ ხაზზე. დროც გვაქვს, რომ ცოტათი დავასუფთაოთ ქალაქი.
საკვებ პროდუქტებსა და პურთან დაკავშირებულ საკითხებს ვაგვარებთ, ადევნეთ თვალი საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას. წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმშია. ვცდილობთ, ყველა ავარიის დროულად აღმოფხვრას.
გუშინ ხერსონის თავშესაფარში ორი ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. ჩვენი ექიმები მზად იყვნენ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა როგორც დედებისთვის, ასევე ახალი ხერსონელებისთვის", - წერს ქალაქის მერი.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონზე კონტროლი დაამყარეს.