Facebook-მა რუსულ სახელმწიფო მედიებს პლატფორმაზე რეკლამის განთავსების ფუნქცია შეუზღუდა. ინფორმაციას Facebook-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, ნათანიელ გლეიჩერი ავრცელებს.
"ვუზღუდავთ რუსულ სახელმწიფო მედიებს ჩვენს პლატფორმაზე რეკლამების განთავსებას ან მონეტიზაციას მსოფლიოს ყველა წერტილიდან. ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა რუსული სახელმწიფო მედიებისთვის იარლიყების მინიჭებას. ცვლილებების განხორციელება უკვე დაწყებულია და კვირის ბოლომდე გაგრძელდება", - წერს გლეიჩერი Twitter-ზე.