შეეზღუდოს საქართველოში წვდომა პრორუსულ პროპაგანდისტულ არხებს | რეფორმების ჯგუფის მიმართვა მარეგულირებელს

გამოქვეყნდა:

გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას შეეზღუდოს საქართველოში წვდომა პრორუსულ პროპაგანდისტულ არხებს - ამის შესახებ ფრაქცია "რეფორმების ჯგუფმა" პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.  

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ სასათბურე პირობები შეუქმნა ისეთ მედიასაშუალებებს, რომლებიც კრემლის პოლიტიკას პროპაგანდას უწევენ. 

"რუსეთი არ ახორციელებს მხოლოდ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინაღმდეგ, ასევე იბრძვის საინფორმაციო ომის გზით. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეშვეობით უპირისპირდება არამხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას შეეზღუდოს საქართველოში წვდომა პრორუსულ პროპაგანდისტულ არხებს",- თქვა თეონა აქუბარდიამ.

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ უკრაინელების თხოვნით, შეძლებისდაგვარად უნდა ჩავერთოთ დეზინფორმაციის განეიტრალების საქმეში, რაც სწორი ინფორმაციის გავრცელების გზით მიიღწევა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი