საქართველოს მთავრობამ უკრაინელების დასახმარებლად 1 მილიონი ლარი გამოყო

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. განკარგულებას ხელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი