მტერი 72 საათში კიევის დაპყრობას გვპირდებოდა, სად არიან? აქ მხოლოდ გმირ უკრაინელ ჯარისკაცებს ვხედავ - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

"ძვირფასო უკრაინელებო, 72-საათიანი წინააღმდეგობა, სამი დღე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა.

მტერი 72 საათში კიევის დაპყრობას გვპირდებოდა, მაგრამ სად არიან? მე აქ მხოლოდ გმირ უკრაინელ ჯარისკაცებს, უშიშარ მესაზღვრეებს, თავდაუზოგავ მაშველებს, საიმედო პოლიციელებსა და დაუღალავ სამედიცინო პერსონალს ვხედავ.

ვხედავ ათასობით და ათიათასობით მოქალაქეს, რომლებმაც იარაღი აიღეს, ტერიტორიული თავდაცვის რაზმში გაწევრიანდნენ და ბრძოლის ველზე გავიდნენ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლომდე ვიდგებით! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!".

წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი