
ხარკოვში შეჭრილი ოკუპანტების ჯავშანტექნიკისა და სამხედროების ნაწილი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ვოლოდიმირ ტიმოშკოს თქმით, ამ დროისთვის ქალაქში მტრის მცირერიცხოვანი დაჯგუფებაა დარჩენილი.
უკრაინული მედიის ცნობით, ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ქუჩებში რუს სამხედროებს ან ოკუპანტების ტექნიკას დაინახავენ, დაუყოვნებლივ შეატყობინონ მათი ადგილსამყოფელი უკრაინულ არმიას.