ხერსონის ოლქში უკრაინელმა ბოშებმა რუს ოკუპანტებს ტანკი მოპარეს - ამის შესახებ ინფორმაციას УНІАН ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ქალაქ კახოვკადან არც თუ ისე შორს, სოფელ ლიუბიმოვკაში მოხდა.
ამასთან, ჩერნიგოვის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობა მტრის ტანკების შეჩერებას შიშველი ხელებით ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, მეოთხე დღეა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ომი გრძელდება. 24 თებერვლიდან უკრაინა იძულებულია მოიგერიოს რუსი ოკუპანტები და დაიცვას თავისი მიწები.