სოლიდარობა უკრაინას | საქართველოს რამდენიმე ქალაქში მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის მხარდასაჭერი აქციისთვის ემზადებიან. ამ დროისთვის ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან. აქცია 19:00 საათზე დაიწყება. 

წინა დღეებისგან განსხვავებით, დღეს განსაკუთრებით დიდია სამართალდამცველების მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. 

ამ წუთებში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ბათუმში, ევროპის მოედანზე. უკვე 4 დღეა აქ იკრიბებიან ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამბობენ, რომ პრემიერის განცხადებები მათ განწყობებს არ ასახავს. ბათუმში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე "ქართული ოცნების" წევრები არ ესწრებიან.

პარალელურად, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის ქუჩაში მსვლელობას აწყობენ. ისინი ქალაქის ცენტრიდან ქუთაისის მერიის მიმართულებით მიემართებიან. მიზეზი მათი თქმით, არის ის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას უკრაინის მიმართ სოლიდარობა არ გამოუხატავთ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლა თავად შეახსენებენ ხელისუფლების წევრებს, რომ ისინი მეგობარი ქვეყნის მიმართ სოლიდარულები არიან. 

სხვა ქალაქების მსგავსად უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ზუგდიდში, სკეიტ პარკში. ზუსტად იმ ადგილას, სადაც 2008 წელს ოკუპანტების შემოჭრისას ე.წ ბლოკ პოსტი იყო გახსნილი. საოკუპაციო ხაზიდან სამ კილომეტრში შეძახილებითა და ტრანსფარანტებით მოსახლეობამ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. 

ავტორები: ნათია ქოქოსაძე, ირაკლი ვაჩიბერაძე, ემა გოგოხია, თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი