საქართველოს ხელისუფლება ცალკე დგას, ქართველი ხალხი ცალკე. აი ეს დავინახეთ ღარიბაშვილის ძალიან სამარცხვინო განცხადებიდან. დავინახეთ ისიც, რომ ხელისუფლება უკვე ღიადაც დგება რუსულ მხარეს. მაშინ, როცა ქართველი ხალხი ევროპასა და დემოკრატიულ განვითარებას ირჩევს.
ღარიბაშვილის განცხადება მალევე აიტაცეს რუსულმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა. მაგრამ ამ ქვეყნის მთავარი პროკურორის მოადგილე კიდევ უფრო შორს წავიდა - ამერიკას, საქართველოს მთავარ პარტნიორს, მხდალი უწოდა, ხოლო მათ, ვინც ღარიბაშვილს არ ეთანხმება, პირდაპირ რუსული ჩექმით დაემუქრა. და ეს ჟირინოვსკის რიტორიკა იმ ადამიანისგან მოდის, რომელიც დღეს ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ასამართლებს.