"გერმანიის პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გავუსვი EU-ს ერთობისა და გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას" - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ესაუბრა. მისი თქმით, საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთობისა და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას.

"ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა გერმანიის პრეზიდენტთან შტაიენმაიერთან. ხაზი გავუსვი სრულიად ევროკავშირის ერთობის და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას. საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერის ზრდა ისე დროულია, როგორც არასდროს",-წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი