ომი, გაუქმებული ფრენები და დახმარების მოლოდინი | საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელები

გამოქვეყნდა:

ალბათ ზუსტად ვერავინ იტყვის, რა უფრო რთულია - საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის უსირცხვილო მცდელობას სამშობლოში ხვდებოდე და მტერს ყველა მეთოდით ებრძოდე, თუ იმყოფებოდე შენი სახლიდან შორს, რომელიმე სამთო-სათხილამურო კურორტზე და ერთი შეხედვით სავარძელში ჩაფლული, რეალურად ეკლებზე იჯდე. თვალებიდან ცრემლი გდიოდეს და სიმწრის ოფლი გასხავდეს იმ უსუსურობის შეგრძნების გამო, რომ  არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. 

ქართული საზოგადოების ცალკეული წევრების ინიციატივები არ წყდება, მათ ბევრი კლინიკა, აფთიაქი,  სასტუმრო, კაფე თუ კურიერი შუერთდა. რუსთაველზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ მთავრობა მიხვდა, რომ  სრული სიჩუმე უნდა დაერღვია და გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად 1 000 000 ლარი გამოიყოფა, თუმცა კონკრეტულად რა საჭიროებებს მოხმარდება ეს თანხა, ამ დრომდე უცნობია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი