19 ივნისს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

გამოქვეყნდა:

19 ივნისიდან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო  განხილვები იწყება.

საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და მისგან დოკუმენტის მხარდაჭრას მოითხოვს. ოპოზიციაში კი კვლავ განმარტავენ, რომ 8 მარტის შეთანხმებას შესრულებულად ისინი მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებამდე არ მიიჩნევენ.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და რჩება, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი სანამ არ შესრულდება და სანამ გიორგი რურუა რჩება ციხეში ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დავუჭერთ. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, არც იმის, რომ ამ ჯერზეც ბიძინა ივანიშვილმა, მორიგ ჯერზეც მოატყუოს ქართველი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის ოთარ კახიძის თქმით, მათი პარტია 8 მარტის შეთანხმების შესრულების შემთხვევაშიც არ გეგმავდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში მონაწილეობას.

რაც შეეხება მთლიან პროცესს, ჩვენ კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას და ხმას მივცემთ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ შემთხვევაში, თუკი 8 მარტის შეთანხმება შესრულდება მთლიანად და გიორგი რურუა დატოვებს საპყრობილებს, - აცხადებს იგი.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფარგლებში იმუშავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი