
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორსა და თელავში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ადმინისტრაციულ შენობებზე უკრაინის დროშები გადმოკიდა. ოპოზიციონერებმა ამ ფორმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა გააპროტესტეს და მეგობარ სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ზოგიერთ ქალაქში უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებიც გააჟღერეს.
ყველა ქალაქში პროცესმა დაპირისპირებისა და ხმაურის გარეშე ჩაიარა, გამონაკლისი მხოლოდ ქარელი იყო. მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი აქციის გამართვაში "ნაციონალურ მოძრაობას" ხელი "ქართულმა ოცნებამ" შეუშალა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა.