მას უნდა აეკრძალოს ქვეყნის სახელით ლაპარაკი - მელია ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია აფასებს: 

"ვუსმინე ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე..

რა კრემლის პროპაგანდისტული მედიის არხების დაბლოკვა… ღარიბაშვილია საქართველოში კრემლის მთავარი პროპაგანდისტი და პირველ რიგში მას უნდა აეკრძალოს ქვეყნის სახელით ლაპარაკი" წერს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია.

ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე დღეს იგივე რიტორიკით წარსდგა, რაც წინა კვირას ჰქონდა უკრაინასთან დაკავშირებით. თქვა, რომ კიევის "დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს, "სანქციებს აზრი არ აქვს" და 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი