"უსაფუძვლო კითხვები" - ასე უწოდა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრემიერ ღარიბაშვილის უკრაინის ომზე მის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს.
ამის შემდეგ წულუკიანმა თქვა, რომ უკრაინას "შესაძლებლობის ფარგლებში" ყველანაირი ტიპის სოლიდარობა "აღმოუჩინა"
"თქვენ სად ცხოვრობთ, ქალბატონო ნინო? გავიხსენოთ სადა რის საქართველო და სად ვართ ჩვენ ყველანი...ეს პროცესი [მხარდაჭერა] გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინასა და ევროპაში არ დამყარდება მშვიდობა და ამას გავაკეთებთ მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის პროვოკაციებსაც არ უნდა გეგმავდეთ თქვენ და ის ძალა პოლიტიკური, რომელსაც წარმოადგენთ თქვენ აქ. თქვენ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენთ, რადგან "მთავარი არხი" ხართ და ამას თქვენი დამფუძნებელიც არ მალავს...
დღეს უკრაინას სჭირს ის, რაც ჩვენ დაგვემართა არაერთი წლის წინ. თქვენ გახსოვთ 2008 წლის ომი, როდესაც თქვენი ბელადი ძირს ფორთხავდა, გარბოდა და მე მესმის, რომ თქვენ ეს აღარ მოგწონთ, მოგბეზრდათ და თავს აქიცინებთ, მაგრამ ისე იქცევით, რომ ყოველდღიურად არის საჭირო ამის შეხსენება",- თქვა თეა წულუკიანმა.
ამ კომენტარის შემდეგ, თეა წულუკიანმა პრემიერ ღარიბაშვილს ხოტბა შეასხა და უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ ყველა განცხადებას დაეთანხმა.