
ხმაური იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროზე, სადაც დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ხმაური ქართული ოცნების წარმომადგენლების იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში მიმდინარე ომს იყენებს და ეს მათ ინტერესებში შედის. სწორედ ამ განცხადებების გამო მოსთხოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს პასუხი, რის სანაცვლოდ ჯერ გინება მიიღეს, "ოცნების" დეპუტატები არც წიხლების სროლას მორიდებიან.