"მთავარი არხი" უკრაინისთვის - ტელევიზიის გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი უკრაინელი მეომრებისთვის გაიღებს სისხლს და შეაგროვებს უკრაინის ელჩის მიერ მოწოდებულ საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალს, რითიც მეგობარ სახელმწიფოს დაეხმარება.
ასევე, გადაცემაში „სხვა ნანუკა“ მოეწყობა დიდი მარათონი, სახელწოდებით „საქართველო უკრაინელი ხალხისთვის” და შემოსული თანხით უკრაინის მოსახლეობას დავეხმარებით.
არის დიდი საჭიროება სხვადასხვა მედიკამენტების, მოგმართავთ დახმარების მსურველ ორგანიზაციებს, შემოგვიერთდით, მოგვაწოდეთ ეს მედიკამენტები, ჩვენ კი ჩვენი მხრივ, მთავარი არხის სარეკლამო დროს დაგითმობთ. რაც მთავარია, პროდუქცია გაიგზავნება თქვენი, ჩვენი მაყურებლის და ჩვენი ქვეყნის სახელით.
სურვილის შემთხვევაში, ჩამოთვლილი მედიკამენტების მოწოდება შეგიძლიათ "მთავარი არხის" ოფისში, გიორგი ჩუბინაშვილის 41-ში.
იხილეთ სქრინები: