
ევროპარლამენტის პარტია ALDE-ს წევრები საგანგებო სამიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ევროპულ საზოგადოებას მოუწოდებენ, დაიწყონ კონსულტაციები უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების დაჩქარებულად გაწევრიანებაზე.
"ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საზოგადოებას, რომ დაიწყონ ფართო კონსულტაციები უკრაინის, საქართველო, მოლდოვასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების შესაძლებლობის შესახებ.
ევროკავშირის გზა უნდა იყოს განპირობებული იმით, რომ სახელმწიფოს მეთაურებმა აღიარონ თავდასხმა სახელმწიფოს სუვერენიტეტზე, საერთაშორისო სამართალზე, ევროპულ ღირებულებებზე და მკაფიოდ დაგმობდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაძლიერებულ ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და სამხედრო ყოფნას დასავლეთ ბალკანეთში",- წერია განცხადებაში.
ინფორმაცია, რომ "ალდემ", ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი შეეხება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, რამდენიმე საათის წინ, "სტრატეგია აღმაშენებელმა", საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.