"მთავრობის გადაწყვეტილებაა, არ დაუშვას ეს ფრენები" | ბოკერია ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში გამგზავრებაზე ხელის შეშლაზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში დღეს მთავრობის წარმომადგენელი მივიდა და თვითმფრინავს, რომელსაც უკრაინაში ქართველი მოხალისეები უნდა გადაეყვანა, გაფრენის უფლება სწორედ მთავრობის დავალებით არ მისცეს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მათ "სანდო წყაროსგან" აქვს. მისივე თქმით, ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში გამგზავრებაზე ხელის შეშლა პუტინის რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერაა.

გვქონდა სამარცხვინო ამბავი, რომ არ ეძლეოდათ საშუალება ქართველ მოხალისეებს და თვითმფრინავს, რომ აფრენილიყო. სანდო წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად, მთავრობის წარმომადგენელი, მთავრობის სახელით, ფიზიკურად იყო მისული და განუცხადა ადგილზე მყოფ ადამიანებს, რომ ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება რომ არ დაუშვას ეს ფრენები, - აცხადებს გიგა ბოკერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი