
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო სექტორის პროკურორიც ხდება და მოსამართლეც - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტიკარაძის უწყების მიერ შემუშავებულ ახალ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის უწყებას მაკონტროლებელი ფუნქცია ეზრდება.
ჭიაბერაშვილოს აღნიშნული კანონპროექტი სამედიცინო სექტორს გაკოტრებამდე მიიყვანს.
ცვლილებების პაკეტი ზუსტად იგივე მიმართულებით სვლაა, სამწუხაროდ, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილის გაკოტრებას, დახურვას, მათ შერწყმას. "ქართულ ოცნებას" ჯიბეში ჰყავს ჩასმული სასამართლო, მაგრამ აქაც კი თავის შეწუხება არ უნდათ და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თითონ იქნება ყველა საქმის რეგულატორიც, მაკონტროლებელიც, პროკურორიც და მოსამართლეც. მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ასეთი სადამსჯელო ღონისძიებებით კი არ უნდა ცდილობდეს გარკვეული რეფორმების გატარებას, არამედ, პირველ რიგში, უნდა იყოს დიალოგი სამედიცინო სექტორთან, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
"ევროპულ საქართველოში" იმედოვნებენ, რომ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად არ შევა.