
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ პარლამენტს სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.
დეკანოიძის თქმით, დღევანდელი პლენარული სხდომა მხოლოდ ორ საკითხს - უკრაინასა და საქართველოს დაჩქარებულად ევროკავშირში გაწევრიანებას უნდა მიეძღვნას.
დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ დაიწყოს კონსულტაციები საფრანგეთთან, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ქვეყანასთან, ისევე როგორც ყველა სხვა წევრ სახელმწიფოსთან საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხის მხარდასაჭერად.
დადგენილების პროექტი მზადაა და ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განხილვას ითხოვს.
რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება, ამაზე ოცნების პარტიის თავმჯდომარე კობახიძე დუმს და შეკითხვას გაურბის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სარჯველაძე კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად უნდა იქნას მიღებული.
ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით ერთიანდებიან საქართველოს მოქალაქეები და ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოთხოვნას უერთდებიან;
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ხელი უკვე მოაწერა, საქართველოში კი, სპეციალური პეტიცია შეიქმნა, რომლითაც მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ;