ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი, პუტინი ფსიქოლოგიურად მანიპულირებს - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი. თუ გადავხედავთ ვლადიმერ პუტინის წარსულს, დავინახავთ, რომ ის თავდასხმით ფსიქოლოგიურად მანიპულირებს. ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ შეიარაღებაში, ვიდრე კლასიკური ომის წარმართვაში - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში უკრაინაში, რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე საუბრისას.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პუტინის ყველა გათვლა არასწორი აღმოჩნდა: 

"მან არასწორი გათვლები გააკეთა. ყველა მისი გათვლა არასწორი იყო. მისი გათვლა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე მცდარი გამოდგა. გათვლები უკრაინის მიმართ პოლიტიკურ რეაქციაზე მცდარი იყო. არსებობდა აზრი, რომ ზელენსკი ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ის მაშინვე დანებდებოდა. პუტინის გათვლები ასევე მცდარი იყო ევროკავშირზეც. და ჩემი აზრით, მისი გათვლა, რომ ბირთვული საფრთხეს შეიძლებოდა უკრაინელები დაეშინებინა უკრაინა ასევე მცდარი აღმოჩნდა" - ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. ის ემანუელ მაკრონს შეხვდა. დღეს კი ზურაბიშვილი ბრიუსელში ჩავა. 

შეგახსენებთ, დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს უბრძანა რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ძალები გადაიყვანონ სამხედრო სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმში, რასაც სამხედრო ექსპერტები სწორედ ბირთვული იარაღით მუქარას უწოდებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი