
"ჩვენს და თქვენს შორის, ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევ*** მე"- "ოცნების" დეპუტატის მიმართვა ოპოზიციას.
მიხეილ ყავლაშვილმა სხდომათა დარბაზში გინება დაიწყო.
სხდომა ხმაურის, დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.
ყაველაშვილს მისი თანაპარტიელების ნაწილმა ტაში დაუკრა.
თავმჯდომარე პაპუაშვილმა კოლეგებს კორექტულობისკენ მოუწოდა.
ოპოზიცია ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას ითხოვს, განცხადება სალომე სამადაშვილმა გააკეთა. ეთიკის საბჭოს რეაგირებისკენ მოუწოდებს თინა ბოკუჩავა.
"მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და გული შესტკივა თავის ქვეყანაზე, ხოლო თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამის საპირისპიროს ამტკიცებთ. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ "- ასე უპასუხა ოცნების თავმჯდომარე კობახიძემ ოპოზიციის მოთხოვნას
გინებამდე კი ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ირაკლი ღარიბაშვილის ყველა განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით.