
მე წარმომიდგენია, როგორი სასოწარკვეთილი უნდა ყოფილიყო უკრაინის მთავრობა, რომ ამ უკიდურესი ზომისათვის მიემართა - ამის შესახებ "მთავარ არხთან" საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა.
მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ კომპენსაცია იმის, რაც ახლა სამთავრობო დონეზე ხდება, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის და მედიის საშუალებით შეიძლება მოხდეს.
"ეს არის აბსოლუტურად უკიდურესი ზომა დიპლომატიური დემარში გამოხატვის, როდესაც ელჩს გაიწვევენ ქვეყნიდან, მით უმეტეს, როდესაც ამ გაწვევას მოჰყვება ასეთი ცხადი, მკაფიო განმარტება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ეს არის ისეთი წარმოუდგენელი რამ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მე წარმომიდგენია როგორი სასოწარკვეთილი უნდა ყოფილიყო უკრაინის მთავრობა, რომ ამ უკიდურესი ზომისათვის მიემართა, რომ მე არ ვიცი როგორ შეიძლება აღდგეს, ის, რაც დღეს გაფუჭდა ამ ორი უახლოესი ერის, ორი ძალიან დიდი მეგობრის ურთიერთობაში",- ამბობს მაია ფანჯიკიძე.
მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი ახლა პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოდან კონსულტაციებისთვის გამოიძახეს იგორ დოლგოვი.