საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა | საგანგებო ბრიფინგი უკრაინის საელჩოში

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის უკრაინაში კონსულტაციებისთვის გაწვევა, ორ საკვაძნო საკითხს უკავშირდება - ამის შესახებ უკრაინის ელჩის მრჩეველი ანდრეი კასიანოვი საელჩოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

ამის მიზეზი 2 საკვანძო საკითხი იყო, პირველი მთავრობის ამორალური პოზიციაა, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომელიც რუსეთს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით დაწესდა, და მეორე - გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციებისას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამ საკითხზე, - აცხადებს კასიანოვი. 

მისივე თქმით, რუსეთი იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების წინააღმდეგ იყენებს და განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს საცხოვრებელ სახლების, საავამდყოფოების, სამშობიაროების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმართულებით. 

დღეს ჩვენ მოწმენი გავხდით, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ცენტრალური მოედნისა და ხარკოვის ადმინისტრაციის მიმართ სროლა. დღეს ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ყველა ეს ქმედება სამხედრო დანაშაულია, რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა და უკრაინა გამოიყენებს ყველაფერს, რათა რუსეთის ფედერაცია მიეცეს სისხლის სამართლის აპსუხისმგებლობაში, - აცხადებს უკრაინის ელჩის მრჩეველი.

დღესვე, მან ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის ერთი პარტია, 80 ტონის მოცულობით, ქვეყანაში უკვე გაიგზავნა და ის ძირითადად, მედიკამენტებისგან შედგებოდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი