ამ წუთებში, საპროტესტო აქცია მდინარეობს გორში. მოედანზე, რომელსაც რუსული ავიაცია 14 წლის წინ ბომბავდა, ახლა მოსახლეობა დროშებით დგას და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
შეკრებილები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" მაღალი თანამდების პირების ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და პრემიერ ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ მისი პოზიციები არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები თვლიან, რომ მაქსიმალური უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვა დადგეს დღის წესრიგში.