საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინის ელჩის გაწვევის პასუხად, ჩამონათვალს აქვეყნებს, რითი დაეხმარა ხელისუფლება საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანას:
"1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას;
დახმარება საქართველოში მყოფ ვიზიტორ უკრაინელებს;
24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის;
თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში;
პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები;
საქართველოს ფოსტა" უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამ დრომდე დუმს უწყების პირველი პირი დავით ზალკალიანი უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ კომენტარი ადმინისტრაციის უფროსს გააკეთებინა.