
ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა. ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას.
"შევხვდი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე კრიზისის განსახილველად.
ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ პერიოდში.
ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში",-წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.