მე არჩევნების მხოლოდ უკან, რაც შეიძლება მალე, გადმოწევას მივესალმები - რომან კაკულია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ. 

მთავრობის წევრების ნაწილის თქმით, არჩევნების გადადებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან პოზიციები უკვე დაფიქსირებულია და არჩევანი ახლა ქართველ ხალხზეა. 

ყველაზე მეტად, ვისაც არ აწყობს გადადება, ეს არის "ქართული ოცნება", თუ თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად, მივესალმებოდი მხოლოდ უკან გადმოწევას რაც შეიძლება მალე, იმიტომ, რომ ისეთი საკითხებია დღის წესრიგში უკვე დამდგარი, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი აზრის გამოხატვა სანამ არ მოხდება, ჩვენ წინ ვერავითარ პროგრესს ვეღარ განვიცდით, - ამბობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ეს საკითხი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება. 

თუ მოხდა ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება, თუ როგორი პასუხი გვექნება, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მთლიანად საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია მთლიანად საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ არის, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ არ მოყვება გართულება ე.წ. მეორე ტალღას და დათქმულ დროში ჩატარდება, - ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. 

არჩევნების გადადება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების თარიღს საგანგებო მდგომარეობა დაემთხვევა. ამ სიტუაციაში არჩევნები უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუადრეს 45 დღისა და არაუგვიანეს 60 დღის განმავლობაში. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი