"საერთო მტერი გვყავს და ეს პუტინის რუსეთია... თქვენ დღეს იბრძვით ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის!" - ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე Facebook-ზე უკრაინის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს:
ჩემო ძვირფასო, საყვარელო უკრაინელებო!
მთელი მსოფლიოსთვის გმირობის მაგალითი ხართ! თქვენ თითოეულ ჩვენგანს გვაჩვენეთ, როგორ უნდა გიყვარდეს და იცავდე საკუთარ ქვეყანას აგრესორებისგან.
ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს პუტინის რუსეთია. თქვენ დღეს იბრძვით ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის!
ქართველები ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენს გვერდით ვართ.
დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!, - წერს ნანი ბრეგვაძე.