აშშ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში, ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა. 

"დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენ ვუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და ვხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის და ფრენებისთვის, ეს კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის რუსეთს. პუტინის წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რაც ელის. რუბლმა უკვე დაკარგა 30% ღირებულებისა, რუსეთის საფონდო ბირჟამ კი 40%, ხოლო ვაჭრობა კვლავ შეჩერებულია", - თქვა ჯო ბაიდენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი